ირაკლი კობახიძე - დემოკრატიის გადმოსახედიდან, ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე
მიუხედავად სამწუხარო ინციდენტებისა, ეს იყო დემოკრატიის გადმოსახედიდან საკმაოდ წარმატებული ორი დღე, – ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ორდღიანი პროცესი.
„ამ ორმა დღემ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ზუსტად ასეთი პროცესებით საზრდოობს საპარლამენტო დემოკრატია და ზოგადად, დემოკრატია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გილოცავთ ამ წარმატებულ ორ დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.