ირაკლი კობახიძე - დავამტკიცეთ, რომ არა მარტო გვსურს, არამედ შეგვიძლია საქმის კეთება ევროინტეგრაციის გზაზე, ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლადაც
დავამტკიცეთ, რომ არა მარტო გვსურს, არამედ შეგვიძლია საქმის კეთება ევროინტეგრაციის გზაზე, ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლადაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არა მარტო სურს, არამედ შეუძლია საქმის კეთება ევროინტეგრაციის გზაზე.
„12 პრიორიტეტის შესრულებით დავამტკიცეთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც არის გასაკეთებელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აქედან გამომდინარე, შესრულდება ის ცხრა პრიორიტეტიც, რომელიც მოცულობით 12 პრიორიტეტთან შედარებით ათჯერ ნაკლებია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არა მარტო გვსურს, არამედ შეგვიძლია საქმის კეთება ევროინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლადაც“, – აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება სამუშაო პროცესში ოპოზიციის ჩართვას, კობახიძემ აღნიშნა: „ეს მათი საქმეა, ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი, ჩაერთვებიან კარგია, არ ჩაერთვებიან, მათი საქმეა“.