ირაკლი კობახიძე - დავაფიქსირე ღიაობა, მზადყოფნა, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე, გვაქვს სერიოზული წარმატებები, მაგრამ არის გამოწვევებიც
მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატებები, მიღწევები, მაგრამ არის გამოწვევებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „პარაგრაფში“ განუცხადა, სადაც ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებამ, ბიზნესმა, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი.
„მადლობა სოსო ფხაკაძეს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებამ, ბიზნესმა, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბიზნესის ინტერესების დაცვა იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატებები, მიღწევები, მაგრამ არის გამოწვევებიც. ყველაფერთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს მჭიდრო კოორდინაცია, თანამშრომლობა, ამის მზაობა კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და, რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ ბიზნესთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.