ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, სამართალდამცავები იმოქმედებენ პროპორციულად, დღეს შს მინისტრი არ არის გახარია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის დგას მოწოდების სიმაღლეზე
დარწმუნებული ვართ, სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარაია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა და დღესაც იდგება მოწოდების სიმაღლეზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, „მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ პროპორციულობის პრინციპის დაცვით და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება“.
„სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, ბუნებრივია, იქ იქნება პროპორციული ძალა გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და დღესაც აუცილებლად იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ამაში, პირველ რიგში, იგულისხმება, რომ აუცილებლად იქნება დაცული თანაზომიერების პრინციპი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.