ირაკლი კობახიძე-დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, რის შემდეგაც პარტიის რეფორმირების მეორე ტალღა დაიწყება
დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, რის შემდეგაც პარტიის რეფორმირების მეორე ტალღა დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მცხეთაში, „ქართული ოცნების“ პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ წინ გველოდება მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით, ამ შემთხვევაშიც მოვიპოვებთ წარმატებას და დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ პარტიის რეფორმირების მეორე ტალღის შედეგად „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება,
„ქართული ოცნება“ საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არა მარტო არჩევნების დროს აქტიურდება, არამედ უზრუნველყოფს არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში პოლიტიკური პროცესების დაგეგმვას და ამ პროცესების მართვას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ერთგულებისთვის და მხარდაჭერისთვის დამსწრეებს მადლობა გადუხადა.
„ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება, ასევე პარტიის წარმატება არის თითოეული თქვენგანის დამსახურება კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის. ერთად დგომის გარეშე ჩვენი წინსვლა იქნებოდა შეუძლებელი“,- მიმართა დამსწრეებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.