ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული მიზნები აუცილებლად წარმატებით განხორციელდება
დარწმუნებული ვარ, მიზნები, რომლებიც დასახულია საარჩევნო და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამაში, აუცილებლად წარმატებით განხორციელდება,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პარლამენტმა დღეს საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა განახლებული შემადგენლობითა და სტრუქტურით დაიწყებს მუშაობას.
„მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობის გამოცხადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლებული შემადგენლობით, განახლებული სტრუქტურით დაიწყებს უკვე მთავრობა მუშაობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები, რომლებიც არის დასახული საარჩევნო პროგრამაში და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამაში, იქნება აუცილებლად წარმატებით განხორციელებული. მე მინდა, ამ ყველაფერში დიდი წარმატებები ვუსურვო პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის მთლიან შემადგენლობას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.