ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირსეული პრეზიდენტი იქნება
დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირსეული პრეზიდენტი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის დაწყებისას განაცხადა.
პარლამენტის სპიკერმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მან საქართველოში ახალი კონსტიტუციური ტრადიცია უნდა ჩამოაყალიბოს.
„ის უნდა გახდეს ზეპარტიული პრეზიდენტი საქართველოში და დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ ტრადიციის ჩამოყალიბებაში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.