ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს მოაწესრიგებს
დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ, ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილებოდა ორი საკითხი, რომელიც დისციპლინურ სამართალწარმოებასა და სასამართლოთა გადატვირთულობას ეხებოდა.
“შეხვედრაზე საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება დისკუსია დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ამ შეხვედრებით ჩვენ ძალიან წინ წავიწიეთ. შემდეგი შეხვედრისთვის უკვე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც ასახავს სხვადასხვა მხარის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს და წინადადებებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს. დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ასეთი შეთანხმება აუცილებლად შედგება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.