ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად საუკეთესო გამოსავალს ვნახავთ
დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში შევძლებთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად საუკეთესო გამოსავლის ნახვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დავით გარეჯის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.
„ივნისის მესამე კვირაში მაქვს ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში და იქაც ბუნებრივია, განიხილება ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ საბოლოო ჯამში ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად საუკეთესო გამოსავლის ნახვას, არაფერი არ არის ისეთი, რაზეც არ შეიძლება დალაპარაკება და მოლაპარაკება, მთავარია რომ სრული ძალისხმევა ჩავდოთ ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.