ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული, ვარ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული, ვარ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს

შეშფოთებას ბუნებრივია, აქვს საფუძველი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს.

„გავრცელებულ ინფორმაციებს შორის იყო ორი საუბარი, სადაც ორივე მხარეს იყო დიპლომატიური სექტორის წარმომადგენელი. ერთ-ერთი იყო თანაშემწე, მეორე USAID-ის წარმომადგენელი და ა.შ. ორი იყო ასეთი სავარაუდო საუბარი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ეს ორი ფაქტი იყოს გამოძიებული. აქედან გამომდინარე, შეშფოთებას ბუნებრივია, აქვს საფუძველი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ალეკო ხოჯევანიშვილს კანონიერად ჰქონდა ასეთი ინფორმაცია მოპოვებული თუ უკანონოდ, ამას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი. აქედან გამომდინარე გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს. ალეკო ხოჯევანიშვილმა მიაყენა თუ არა ზიანი დიპლომატიურ კორპუსს ეს უნდა დადგინდეს“, – განაცხადა კობახიძემ.