ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად არღვევენ პირობას და საუბრობენ დეტალებზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაცით, ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან ერთად, მოლაპარაკებები დღეს აღარ გაგრძელდება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დიალოგი კვლავ გაგრძელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი კობახიძეს არ დაუსახელებია.
„ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად არღვევენ პირობას და საუბრობენ დეტალებზე, რაც არის პირობის უხეში დარღვევა. მათ დაასახელეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ე.წ. წითელი ხაზები. ამაზე ჰქონდათ საუბარი და ეს იყო პირობის უხეში დარღვევა. ჩვენ პირობა არ დაგვირღვევია. დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული, კარგად მიჰყავს დიალოგის პროცესი და ჩვენი სურვილია, ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს მოლაპარაკებები. დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. დღეს შეხვედრა აღარ იქნება. გაგრძელდება დიალოგი მომდევნო პერიოდში“, – განაცხადა კობახიძემ.