ირაკლი კობახიძე - ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „მეგობარი აქტი“, პირდაპირ მტრობაზე როცაა საუბარი, სათაურად „დაუდზინებელი აქტი“ უფრო მოუხდებოდა
ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მიერ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისთვის, კონგრესმენ ჯო უილსონისთვის გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „მეგობარი აქტი“, როცა აღნიშნულ აქტში პირდაპირ მტრობაზეა საუბარი.
„ამ კანონს ვუწოდებდი – „დაუდზინებელი აქტი“, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა. ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას. შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს, წინა ელჩის ჩართულობით, იყო რევოლუციის ორი მცდელობა. სამწუხაროა, როდესაც ამ ფონზე ადამიანები ფიქრობენ არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო მეტად გაფუჭებაზე. ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.