ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.

კობახიძის თქმით, სავალუტო ფონდის წარმომადგენლობასთან ჯერჯერობით კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ჯერჯერობით არა, თუმცა დაგეგმილია ვიზიტი და თუ სურვილი იქნება, შევხვდებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროგრამის აღდგენა, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. დანარჩენი ვნახოთ, გვექნება კონსულტაციები“, – აღნიშნა კობახიძემ.