ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმე ბოლომდე იყოს შესწავლილი
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმე ბოლომდე იყოს შესწავლილი

მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი მაქსიმალურად სიღრმისეულად იქნას შესწავლილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ტატუნაშვილის საქმის შესწავლისას, პარლამენტის მხრიდან ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.

„ჩვენთვის ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. ჩვენი მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დაიღუპა ცხინვალის ციხეში და ის არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ის, რომ ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე შესწავლილი და პარლამენტი მაქსიმალურ წვლილს შეიტანს ამაში”, – განაცხადა კობახიძემ.