ირაკლი კობახიძე - ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დარწმუნებულია, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებს.

როგორც კობახიძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

„წინ გველოდება მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ვხვდებით. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, რაც გახდება საფუძველი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დღევანდელ ყრილობაზე ოფიციალურად წარადგინა.