ირაკლი კობახიძე - ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც, კარგია, როდესაც ჩვენს ევროინტეგრაციას ასეთი კუთხით უყურებს მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც, კარგია, როდესაც ჩვენს ევროინტეგრაციას ასეთი კუთხით უყურებს მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

ჩვენთვის აზერბაიჯანთან მეგობრობას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც.

„ძალიან კარგია, როდესაც ჩვენს ევროინტეგრაციას ასეთი კუთხით უყურებს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტი ალიევი. ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა და განცხადება, რომელიც გააკეთა ალიევმა, არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიავმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში.