ირაკლი კობახიძე - ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველა ნაბიჯი იდგმება
ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ურთიერთობების გადატვირთვას.
„ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება ურთიერთობების გადასატვირთად. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.