ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი სურვილი და ოცნებაა საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება
ჩვენი მთავარი სურვილი, ოცნება არის, რა თქმა უნდა, საქართველოს გამთლიანება, გაერთიანება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ზრუნვა იმაზე, რომ ყველამ ერთად იცხოვროს ერთიან და ძლიერ საქართველოში.
„ჩვენი მთავარი სურვილი, ოცნება არის, რა თქმა უნდა, საქართველოს გამთლიანება, გაერთიანება. ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ყველას ჰქონდეს კეთილდღეობის ის ხარისხი, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ამისთვის ვიზრუნოთ. ვიზრუნოთ, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.