ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, რეგიონში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, რეგიონში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

„ყველა უწყება იმოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად და რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი მთავარი სურვილია, მშვიდობის აღდგენა და ყველაფერს ვაკეთებთ ამის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.