ირაკლი კობახიძე - ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის პატივს სცემს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის წინასაექსტრადაციო პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.
“ეს იყო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და საქართველოში სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ ამას. რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციებს და ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობას, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, ყველა პირობებში დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობრული ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დემირელის კოლეჯის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს დღეს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა 1000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.