ირაკლი კობახიძე - ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკო-ს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკო-ს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი

ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკო-ს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია უნდა შეეგუოს და აღიაროს ცესკო-ს შედეგები.

„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ შეეგუოს და აღიაროს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგები და არ გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2021, 2022, 2018 წელს და ა.შ. მოვუწოდებ ყველა პარტიას, აღიაროს ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდება ცესკო-ს მიერ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ცესკო-ს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც გაჰყვება ცესკო-ს. ჩვენ ვაღიარებთ ხალხის ნებას, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ ექნება 60 პროცენტი. ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკო-ს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.