ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოდუნებას არ ვაპირებთ, საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გაკეთდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოდუნებას არ ვაპირებთ, საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გაკეთდება

ჩვენ მოდუნებას არ ვაპირებთ, წინ გასავლელია გზა, რათა ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ყოველ ჯერზე წინ წაიწიოს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„უახლოეს პერიოდში შესასრულებელია ცხრა პრიორიტეტი, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა. ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ყოველ ჯერზე წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთვის და საბოლოო მიზანი რა თქმა უნდა, არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.