ირაკლი კობახიძე - ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რაც გათვალისწინებული იყო 12 პუნქტის შესრულებისთვის, ასევე, სადაც ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულეთ
ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რაც გათვალისწინებული იყო 12 პუნქტის შესრულებისთვის. სადაც ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, იქ ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, პარლამენტი ორ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნებს ელოდება.
„ამ ორ კანონპროექტზე მსჯელობა ვენეციის კომისიის დასკვნის დაბრუნების შემდეგ გაგრძელდება. ასევე, არიან თანამდებობის პირები ასარჩევი, სადაც გვჭირდება ოპოზიციის თანხმობა. იცით, რომ საბჭოსთან და სახალხო დამცველთან დაკავშირებით თანხმობა არ შედგა. ვნახოთ, ცალმხრივი ვერ იქნება პასუხისმგებლობა. სადაც ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, იქ ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულეთ“, – განაცხადა კობახიძემ.