ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობა და სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება შეუძლია, კონსტიტუციის დამრღვევი, მოღალატე თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობა და სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება შეუძლია, კონსტიტუციის დამრღვევი, მოღალატე თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით

იმპიჩმენტს აქვს სიმბოლური დატვირთვა, რადგან სალომე ზურაბიშვილს ისედაც გასდის ვადა დეკემბრის ბოლოს. იმპიჩმენტი ითვალისწინებს ერთი თვით ადრე მისი უფლებამოსილების შეწყვეტას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა განხორციელდება ნოემბრის ბოლოს და არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს.

„პრაქტიკული კუთხით, კონსტიტუციის დამრღვევის და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება, ასე ტოვებდეს პრეზიდენტის თანამდებობას, მას უნდა დაერქვას თავისი სახელი და ამ იმპიჩმენტით დაერქმევა, როგორც მოღალატე ე.წ. პრეზიდენტს. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემა და მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია. შესაბამისად, იმპიჩმენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა. კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით“, – განაცხადა კობახიძემ.