ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია
ჩვენ გვაქვს ამის იმედი და, ვფიქრობთ, ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი გახდება ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა.
„მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, ეს არის ჩვენი გუნდის ოპტიმიზმი, რომ, პირველ რიგში, ევროკავშირი მოახერხებს დეოლიგარქიზაციას. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია დეოლიგარქიზაციის მიღწევა და შესაძლებელი გახდება საკუთარი ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა, ანუ, როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს და მთლიანად ევროკავშირს.
დღეს ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები. ქვეყნების სუვერენიტეტი არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ. ჩვენ გვაქვს ამის იმედი და, ვფიქრობთ, ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ უახლოეს წლებში ევროკავშირი მოახერხებს გათავისუფლებას ამ მავნე გავლენებისგან და მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა პრემიერმა.