ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც რვა არჩევნები მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული და მეცხრე არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებს, ფანჩატურები არჩევნებს ვერ იგებენ
ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 არჩევნები მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული და მეცხრე არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებს. ფანჩატურები არჩევნებს ვერ იგებენ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოთხივე ოპოზიციური ფანჩატური ერთმანეთზე მძიმე მდგომარეობაშია.
„ოპოზიციური ფანჩატური არის 4 და ოთხივე არის ერთმანეთზე მძიმე მდგომარეობაში. ეს არის მოკლე აღწერა. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 არჩევნები მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული და მეცხრე არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებს. ფანჩატურები არჩევნებს ვერ იგებენ“, – განაცხადა კობახიძემ.