ირაკლი კობახიძე - ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, დეპუტატების მისვლა საელჩოში ამ პატივისცემის გამოხატულება იყო
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, დეპუტატების მისვლა საელჩოში ამ პატივისცემის გამოხატულება იყო

ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ. დეპუტატების მისვლა საელჩოში ამ პატივისცემის გამოხატულება იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობიდან სოლიდარობის ნიშნად მხოლოდ რამდენიმე ლიდერი არ დაესწრო.

„დეპუტატები იყვნენ, რამდენიმე ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად. კონსულტაციები გვქონდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ ჩვენ, ბუნებრივია, გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე, დეპუტატების მისვლა საელჩოში ამ პატივისცემის გამოხატულება იყო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.