ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში
ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში

ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსის“ ჟურნალისტის კითხვას, როდის ჰქონდა ბოლო საუბარი კრემლთან.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში.

„საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ასეთია სურათი დღეის მდგომარეობით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ „ევრონიუსის“ ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.