ირაკლი კობახიძე - ჩვენ 2012 წლიდან ჩავაბარეთ წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, მას შემდეგ ქვეყანაში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასეთი არჩევნები ჩატარდება წელსაც
ირაკლი კობახიძე - ჩვენ 2012 წლიდან ჩავაბარეთ წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, მას შემდეგ ქვეყანაში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასეთი არჩევნები ჩატარდება წელსაც

ჩვენ 2012 წლიდან ჩავაბარეთ წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, მას შემდეგ ქვეყანაში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასეთი არჩევნები ჩატარდება წელსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი რამ გაკეთდა, რათა მაქსიმალურად დახვეწილიყო საარჩევნო პროცესი და 2024 წლის არჩევნებისთვის შემოღებული ელექტრონული ტექნოლოგიები აბსოლუტურად გამორიცხავს მანიპულაციებს.

„ამომრჩევლები რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონული წესით, ხმას მიცემენ ელექტრონული წესით, ხმები დაითვლება ელექტრონული წესით, რეალურად ყოველგვარი მანიპულაცია გამორიცხულია. ასეთ პირობებში, წარმოიდგინეთ, ერთადერთი ქვეყანა ვართ, მე მგონი, ჩვენ ალბათ, ნახეთ, უკრაინაში საერთოდ აღარ ტარდება არჩევნები.

რაც შეეხება მოლდოვას, მოლდოვაში კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს, ათამდე სატელევიზიო მედიასაშუალება დახურეს ამ პერიოდის განმავლობაში და რეალურად არსად არ ისმის ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი. წარმოიდგინეთ, ასეთი ვითარებაა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოლდოვას გაუხსნეს მოლაპარაკებები და ჩვენ ვართ ერთი ნაბიჯით უკან. თავი დავანებოთ ამას, ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც შემოღებული იქნა ასეთი წესი – ელექტრონული აპარატურა იქნება გამოყენებული, რაც მანიპულაციებს გამორიცხავს. თქვენ წარმოიდგინეთ, ტარდება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და იმეორებენ იმ სიმახინჯეს, რაც ვიხილეთ 2020 წლის შემდეგ. ერთსა და იმავე მდინარეში როგორ შეიძლება ორჯერ შეხვიდე, მე არ ვიცი.

გარკვეულ პროცესებს რომ ვუყურებ, რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს და წამოცდენებიც ჰქონდათ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით, იმავე გამჭვირვალობის კანონზე ამბობდნენ, რომ იმიტომ უნდათ გამჭვირვალობის კანონი, რომ მერე „Ენჯეოების“ დასკვნებმა დაკარგოს ფასიო. წინასწარ იციან, რომ „Ენჯეოები“ დადებენ უარყოფით დასკვნას, ეს ხომ ფარსია, იგივე სიყალბეა, რასაც ვხედავდით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, საზოგადოება რას დაინახავს, და საზოგადოება ნახავს, დარწმუნდება, რომ არჩევნები კიდევ ერთხელ ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ჩვენ 2012 წლიდან ჩავაბარეთ წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, მას შემდეგ ქვეყანაში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასეთი არჩევნები ჩატარდება წელსაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.