ირაკლი კობახიძე - ჭიქაში ქარიშხალს საარჩევნო გარემოს შეფასებაზე გავლენა ვერ ექნება
ირაკლი კობახიძე - ჭიქაში ქარიშხალს საარჩევნო გარემოს შეფასებაზე გავლენა ვერ ექნება

ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, რასაც მთლიანობაში საარჩევნო გარემოს შეფასებაზე გავლენა ვერ ექნება, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, არჩევნების შედეგებზე რამდენად იქონიებს გავლენას დარღვევები.

მისივე განცხადებით, 2016-2019 წლებშიც იგივე ხდებოდა, რასაც მმართველი გუნდი მიჩვეულია.

„გაგახსენებთ 2016, 2017, 2018 წლებს.  ყოველთვის ხდებოდა ქარიშხალი ჭიქაში, ქარიშხალი ტელევიზორში. 2016-ში იგივე იყო, 2017-ში იგივე იყო, 2018-ში იგივე იყო, 2019 -ში იგივე იყო, 2020-შიც ველოდებით იგივეს. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, ამ შემთხვევაში ქარიშხალი ტელევიზორში, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ და რასაც ვერავითარი გავლენა ვერ ექნება მთლიანობაში საარჩევნო გარემოს შეფასებაზე. სადაც არის კონკრეტული დარღვევა, წარმოადგინონ ყველანაირი ფაქტი და გპირდებით, ყველგან იქნება კონკრეტული რეაგირება. სადაც არის დარღვევა, აუცილებელია რეაგირება, რაზეა საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.