ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ღელავს მხოლოდ გლობალური ომის პარტია, თავისი აგენტურით, რადგან იციან, ეს მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთთან თანამშრომლობა ღრმავდება, რაც ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.
კობახიძის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებსაც აქვთ და ამ მიმართულებით სპეკულაციები ისმის.
„ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება – სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მანამდე იყო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რაზეც მიღწეული იქნა შეთანხმება. ძალიან კარგი მიმართულებით მივდივართ. ღრმავდება თანამშრომლობა და ეს ბევრი თავალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებსაც აქვთ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის სპეკულაცია, ცარიელი სპეკულაციები. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, არის სწორედ გლობალური ომის პარტია, თავისი აგენტურით. მხოლოდ ისინი ღელავენ ამასთან დაკავშირებით, რადგან იციან, ჩინეთთან თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, ასე ღელავს როგორც კოლექტიური ნაცმოძრაობა, ასევე ღელავენ მათი პატრონებიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის 11 სექტემბრიდან უვიზო რეჟიმუ აამოქმედა.