ირაკლი კობახიძე - ჭიათურაში მოსახლეობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“
ირაკლი კობახიძე - ჭიათურაში მოსახლეობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“

ჩვენი მონაცემებით შეგვიძლია პირველ ტურში გამარჯვება და ვფიქრობთ, რომ პირველ ტურში გავიმარჯვებთ და მთავარია ამომრჩევლის აქტიურობა, თუ იქნება მაღალი აქტიურობა, ამ შემთხვევაში უპრობლემოდ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჭიათურაში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჭიათურაში მოსახლეობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“.

„2020 წელთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევები არ ტარდება ხოლმე. ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა არამედ წინასწარმეტყველება და წინასწარმეტყველებაზე და წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზეა გადასული „რუსთავი“2. რაც შეეხება „რუსთავი“ 2 -ის და იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევებს, ისინი ყოველთვის აცხადებენ ხოლმე კვლევის შედეგებს და ბოლოს არჩევნების მეორე დღეს სხედან ხოლმე გაფითრებული საკუთარ ეთერში. ეს არის პრაქტიკა, რომელიც დაამკვიდრეს ბოლო წლების განმავლობაში, ადრე ისინი აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა-კვლევის შედეგებს, ბუნებრივია, არავითარი შედეგის მომტანი კვლევების გაყალბებაში არაფერია..? მე დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი. დღეს გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, სხვათაშორის, კანონის დარღვევით, რადგან ბოლო ორი დღის განმავლობაში არ შეიძლება საერთოდ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნება. კანონიც დაარღვიეს და ესეც არ აინტერესებთ. ზოგადად, „ნაცმოძრაობას“ არასდროს აინტერესებდა კანონი და შესაბამისად, არც „რუსთავი“2-ს და ასე აგრძელებენ ისინი მუშაობას. დეტალებში ვერ შევალ, გამომდინარე იქედან, რომ არანაირი ინფორმაცია არა მაქვს. მთავარია ის პრაქტიკა, რომელიც ვიცით ჩვენ გასული წლებიდან და პრაქტიკა არის ის, რომ დადებდნენ ხოლმე ერთი კვლევის შედეგებს წინასწარ იგებდნენ ხოლმე არჩევნებს და არჩევნების მერე ისხდნენ ხოლმე დამწუხრებული „რუსთავი2“-ის ეთერში. ეს არის პრაქტიკა და ეს პრაქტიკა განმეორდება აუცილებლად წელსაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.