ირაკლი კობახიძე - ჩემი პოზიციაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო დავძლიოთ
ირაკლი კობახიძე - ჩემი პოზიციაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო დავძლიოთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მომხრეა, რომ საკანონმდებლო ორგანომ “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დღეს გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ საკუთარი არგუმენტების მართებულობაში დარწმუნდა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ პოლიტიკურ შტურმს ყველა ვხედავთ. ამას რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარებას თუ გავაუმჯობესებთ, თორე, იქ ვითარების გაუარესება შეუძლებელია. წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაზე, რომ ნულოვანი რეიტინგი დაწერილიყო და ამას ყველა გულგრილად უყურებდა, მათ შორის ის ადამიანები, რომელთაც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი მიტანილი აქვთ. გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეების ფული, ათეულობით მილიონი მიზნობრივად დაიხარჯოს და იმას მოემსახუროს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეინარჩუნოს შეიძინოს. ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება. ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება სწორედ ეს ცვლილებებია. ამ თემაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ ჩემი არგუმენტების სისწორეში დღეს დავრწმუნდი. ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, რომ იმ ცვლილებების საფუძველზე ვითარება გაუმჯობესდება, რაც მივიღეთ და გაუარსებით არაფერი გაუარესდება. ანუ, კერძო მაუწყებლებს ზიანი არ მიადგებათ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე ვეტო დავძლიოთ და თავდაპირველი კანონპროექტი უნდა მივიღოთ, თუმცა საკითხზე უმრავლესობის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ”, – განაცხადა კობახიძემ.