ირაკლი კობახიძე - ცესკო-ში გაგზავნილი საარჩევნო ოქმები ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ არის ხელმოწერილი, საკუთარ ხელმოწერებს არ ენდობიან?
მმართველი გუნდის წევრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ოქმებზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი აქვთ მოწერილი.
კობახიძის განმარტებით, თითოეულ უბანზე კომისიის 12 წევრიდან სამი ოპოზიციის მიერაა დანიშნული. ირაკლი კობახიძის თქმით, ოქმის შედგენის დროს, მას ეწერება ხელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ, იგზავნება ოლქსა და ცესკო-ში.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შესაბამისად, „ოპოზიციის მიერ ყველაფერი ხელმოწერილია“.
„საქართველოს მასშტაბით ყველა უბანზე არის კომისიის 12 წევრი, საიდანაც სამი არის დანიშნული ოპოზიციის მიერ, იქ არიან დამკვირვებლები და წარმომადგენლები. ოქმებს ხელს აწერენ ოპოზიციის წარმომადგენლები. როდესაც ოქმი დგება, ეწერება ხელი, იგზავნება ოლქსა და ცესკო-ში. თქვენ რასაც ხედავთ, ყველაფერი ხელმოწერილია ოპოზიციის მიერ. საკუთარ ხელმოწერებს არ ენდობიან? ნუ, ეს სასაცილოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.