ირაკლი კობახიძე - ცდილობენ, სააკაშვილი ციხის გარეთ მოახვედრონ, რომ რაღაცები დაგეგმონ, იმ გეგმებსაც არ უწერია აღსრულება, მაგრამ შეუძლიათ, სერიოზული პრობლემები შექმნან
ირაკლი კობახიძე - ცდილობენ, სააკაშვილი ციხის გარეთ მოახვედრონ, რომ რაღაცები დაგეგმონ, იმ გეგმებსაც არ უწერია აღსრულება, მაგრამ შეუძლიათ, სერიოზული პრობლემები შექმნან

ყველანაირი გზებით ცდილობენ, სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ, რომ რაღაცები დაგეგმონ. იმ გეგმებსაც არ უწერია აღსრულება, მაგრამ შეუძლიათ, სერიოზული პრობლემები შექმნან, თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, ვერც ერთი სახელმწიფო, ვერც ერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ციხეში პატიმარი დაცულია, ხოლო კლინიკაში უსაფრთხოების სხვა სტანდარტია.

კობახიძის თქმით, ადამიანს, რომელსაც ციხეში ყოფნა ეკუთვნის, ციხის გარეთ არ უნდა იმყოფებოდეს.

„წინა დღეს მოვიდნენ კახა კუჭავასთან და ითხოვეს საკააშვილის გორის ჯოსპიტალში გადაყვანა. ხალხმა ესეც უნდა იცოდეს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არავითარი ფორმით არ არის განსაკუთრებულად დაცული. ეს არ არის სამხედრო ბაზაზე ან რაიმე მსგავსი ტიპის სივრცე. არის ქალაქის ცენტრში მერიის უკან და გალავანიც კი არ ჰყოფს ცენტრალური ქუჩისგან. აქაც შეცდომაში შეჰყავთ ხოლმე მოსახლეობა. არის ჩვეულებრივი სამოქალაქო კლინიკის მსგავსი სივრცე. ამ შეთავაზების შემდეგ მეორე დღეს აკეთებს განცხადებას სააკაშვილი, რომ თურმე, რუსები მას გორის ჰოსპიტალიდან გაიტაცებენ. მარტივი კითხვა ისმის, თუ რუსებს შეუძლიათ მისი გატაცება გორის ჰოსპიტალიდან, რატომ არ შეუძლიათ სხვებს ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, დასკვნა მარტივია, ყველანაირი გზებით ცდილობენ, სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ იმისთვის, რომ რაღაცები დაგეგმონ. იმ გეგმებსაც არ უწერია აღსრულება, მაგრამ შეუძლიათ სერიოზული პრობლემები შექმნან. თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, ვერც ერთი სახელმწიფო, ვერც ერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს. თუ ვინმემ მოინდომა უმძიმესი პროვოკაცია, მძიმე პროვოკაციაზე საუბარი, რაზეც მინიშნება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ოღონდ ვითომ რუსებზე საუბრობდა, ვერც ერთი სახელმწიფო, ვერც ერთ სამოქალაქო კლინიკა ვერ დაიცავს. პატიმრები იმისთვის არიან ციხეში, რომ ციხეში არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების განსაკუთრებული სტანდარტი. იმიტომ უნდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რომ იქ უსაფრთხოების სხვა სტანდარტია. ჩვენ გვაინტერესებს ერთადერთი რამ, როდესაც ადამიანს ეკუთვნის ციხეში ყოფნა, ციხის გარეთ ის არ უნდა გავიდეს“, – განაცხადა კობახიძემ.