ირაკლი კობახიძე - თარგამაძე თუ „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები როგორი ძალადობრივი მოწოდებებითაც არ უნდა გამოვიდნენ, მათ ეს არ გამოუვათ, სახელმწიფო თავის ადგილზე დგას
ირაკლი კობახიძე - თარგამაძე თუ „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები როგორი ძალადობრივი მოწოდებებითაც არ უნდა გამოვიდნენ, მათ ეს არ გამოუვათ, სახელმწიფო თავის ადგილზე დგას

როგორი ძალადობრივი მოწოდებებითაც არ უნდა გამოვიდნენ თარგამაძე თუ „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები, მათ ეს არ გამოუვათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები 2012 წლის შემდეგ ვეღარ ძალადობენ საკუთარ ხალხზე, თუმცა ცდილობენ, ძალადობის ახალი ფორმები და მეთოდები მოიფიქრონ.

„რეალურად, ეს ყველაფერი აჩვენებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალურ სურვილებს, ასევე მათ ბუნებას. გახსოვთ, რომ 2012 წლამდე ისინი თავიდან ბოლომდე ძალადობით გამოირჩეოდნენ. 2012 წლის შემდეგ ვეღარ ძალადობენ საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე, თუმცა ცდილობენ, მოიფიქრონ ძალადობის ახალი ფორმები და მეთოდები. რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ, როგორი ძალადობრივი მოწოდებებითაც არ უნდა გამოვიდნენ თარგამაძე თუ „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები. ეს გეგმები არის განწირული წარუმატებლობისთვის. სახელმწიფო თავის ადგილზე დგას და ასეთი გეგმების რეალიზებას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გივი თარგამაძემ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით“. თარგამაძის თქმით, ქვეყანა რომ გადარჩეს, ყველაფერი უნდა გააკეთონ, მათ შორის, მისაღებია მწვავე პროტესტიც. ამასთან, გივი თარგამაძემ აღნიშნა: „მარტის პროტესტის დროს, როცა ჩვენთან პოლიციის მანქანის დაწვაზე იყო საუბარი, ნახევარი პარიზი გადაწვეს, რაშიც არაფერია საშინელი“. მისივე თქმით, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს.