ირაკლი კობახიძე - ბრიუსელში არცერთ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა სააკაშვილის გვარი და არ დამდგარა მისი გათავისუფლების საკითხი
ბრიუსელში არცერთ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა სააკაშვილის გვარი და არ დამდგარა მისი გათავისუფლების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არცერთ შეხვედრაზე ასეთი საკითხი – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, არ დაყენებულა, თამამად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ. არცერთ შეხვედრაზე, მათ შორის, ორმხრივ შეხვედრებზე, საერთოდ არ დაუყენებიათ ეს საკითხი.
რაც შეეხება ნატო-საქართველოს კომისიას, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სააკაშვილის გვარი, ეს არის რეალური ვითარება, დანარჩენი არის სპეკულაციები“, – აღნიშნა პრემიერმა.