ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში
ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად, ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მის კომუნიკაციას შეეხებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა ტიპის რჩევა მისცა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურს, პრემიერმა ასე უპასუხა: „რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე. რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს, მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი შიდა საქმე. ყველაფერი, მერწმუნეთ, წარიმართება ისე, როგორც გათვალისწინებულია პარტიის წესდებით“.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მთავარი პოლიტიკური მრჩეველი და სწორედ ამ რეჟიმში წარიმართება პოლიტიკური პროცესები პოლიტიკურ გაერთიანებაში.