ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, საქართველოს დღეს რომ აქვს მშვიდობა, დემოკრატია, ეკონომიკური წინსვლა და კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
საქართველოს დღეს რომ აქვს მშვიდობა, დემოკრატია, ეკონომიკური წინსვლა და კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში უპრეცედენტო საქველმოქმედო მოღვაწეობით ზრუნავდა ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, 2012 წელს კი მან განახორციელა უპრეცედენტო პოლიტიკური ქველმოქმედება და, უდიდესი რისკის ფასად, ანტიევროპული ტიპის ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა.
ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს პატრიოტი და პოლიტიკის გროსმაისტერი. არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას – ის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა, დემოკრატია, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ყოველივე საუკეთესოს მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!“ – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.