ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს არ აქვს სურვილი და გეგმა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს
ბიძინა ივანიშვილს არ აქვს სურვილი და გეგმა, რომ მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესში ბიძინა ივანიშვილი ჩართულია.
„რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს თავად სურვილი და გეგმა, რომ მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. სავარაუდოდ, შესაბამისად სხვა კანდიდატი დასახელდება ჩვენი პარტიის მხრიდან. ამ კონსულტაციებში, პირველ რიგში ჩართული იქნება ბიძინა ივანიშვილი. კონსულტაციებს ის, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, როგორც პარტიის თავმჯდომარე უშუალოდ წარმართავს”, – განაცხადა კობახიძემ.