ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა დაიწყოს.

„ეს საკითხი სხდომაზე დაისვა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შედგება მსჯელობა და საბოლოოდ, მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უმრავლესობის ფორმატში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.