ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც გააძლიერებს არა მარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მხოლოდ გააძლიერებს არა მარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა ეკუთვნის.
„მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის. ამ მოვლენას იზიარებს ჩვენი პარტიის ყველა წევრი. ბატონმა ბიძინამ კარგად განმარტა გადაწყვეტილების მიზეზი და მიზანი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს აქვს სისუსტე, მაგალითად საარჩევნოდ, პირიქით, მან აღნიშნა, რომ დღეს გუნდს აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და მის სიტყვაში იყო ნათქვამი, რომ ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები, 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც კი არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, იმ პირობებში, რაზეც საუბრობდა ბატონი ბიძინა, რომ ოპოზიცია არის სრულად მოშლილი, არის სხვა გამოწვევები და სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.