ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა
ბატონი ბიძინა იქნებოდა ჩვენთვის საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი, გამომდინარე ჩვენი საარჩევნო ამოცანებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკისგან დისტანცირების გადაწყვეტილება მიიღო, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარ თავს არ მოიაზრებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყო პოლიტიკისგან დისტანცირება, ის, ბუნებრივია, თავად არ განიხილავს თავის თავს ამ პოსტზე, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა იქნებოდა ჩვენთვის საუკეთესო კანდიდატი, გამომდინარე ჩვენი საარჩევნო ამოცანებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.