ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება, საარჩევნოდ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები და არ არის საჭირო ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება, საარჩევნოდ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები და არ არის საჭირო ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება

საარჩევნოდ ჩვენ გვაქვს ისეთი ვითარება, თუ დავიკლებთ პროცენტებს, თორემ მომატებაზე შეიძლება, არც იყოს საქმე, ეს ნახევრად ხუმრობით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ჩვენმა პარტიამ მაქსიმალური შედეგი მიიღოს ამ არჩევნებზე და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ის მაჩვენებელი, რომელიც დღესაც გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ გამოჩნდეს და „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს.

„ზოგადად, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება. რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, საარჩევნო წარმატებისთვის ჩვენ გვაქვს დღეს ძალიან მყარი პოზიციები. დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება, გამომდინარე იქიდან, რომ ისედაც გვაქვს 55%-ს ზემოთ რეიტინგი“, – განაცხადა კობახიძემ.