საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საბერძნეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბერძენ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„შეძრული ვარ საბერძნეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს მეგობარ ბერძენ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.