ირაკლი კობახიძე - ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში შემაშფოთებელია, თუმცა პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, რომ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს
ირაკლი კობახიძე - ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში შემაშფოთებელია, თუმცა პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, რომ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს

ვიზიტი შემაშფოთებელია, თუმცა პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, რომ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბელარუსის დელეგაციის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელი მოვლენაა ნებისმიერი ასეთი ე.წ. ვიზიტი.

„ჩვენ ძალიან ნათელი მიზანი და ამოცანა გვაქვს, ეს არის ის, რომ შევინარჩუნოთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. შესაბამისად, ნებისმიერი რეაგირება განხორციელდება სწორედ ამ მიზნის ჭრილში. ვიზიტი შემაშფოთებელია, თუმცა პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, რომ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ბელარუსის ეროვნული კრების (პარლამენტი) დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაცია ბელარუსულმა მედიამ გაავრცელა.