ირაკლი კობახიძე - ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში
ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მაკდონალდსის“ „ჰეფი მილის“ მენიუს სასაჩუქრე წიგნზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღშფოთებული იყო იმ შინაარსით, რომელიც ჩადებული იყო კონკრეტულ საბავშვო ბუკლეტში.
„რა თქმა უნდა, ეს გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვებისკენ იყოს მიმართული ეს პროპაგანდა, კატასტროფაა ეს ყველაფერი და იმედია, ამ შემთხვევაშიც გადახედავენ საკუთარი მასალების შინაარსს კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები. ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.