ირაკლი კობახიძე - ბალანსის დარღვევა არის დესტრუქციული ოპოზიციის მიერ წინასწარ დაგეგმილი სცენარი, რაზეც არჩევნებამდე სამი დღით ადრე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზუსტობები ყველა არჩევნებს ახლავს თან და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მისივე თქმით, უზუსტობებები აბსოლუტურად ბუნებრივია მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამ ბევრი პრობლემა შექმნა.
თუმცა, რაც შეეხება ბალანსის დარღვევას, კობახიძის განმარტებით, ეს რადიკალური ოპოზიციის მიერწინასწარ დაგეგმილი სცენარის ნაწილია, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას არჩევნებამდე სამი დღით ადრე მიაწოდა ინფორმაცია.
„რაც შეეხება უზუსტობებს, უზუსტობები ხდება ყველა არჩევნებზე, ამ შემთხვევაში ხდება უზუსტობების დაზუსტება, ეს არის ჩვუელებრივი პრაქტიკა. სტატისტიკაც არის იდენტური. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 60 უბანთან დაკავშირებით აქვს მხოლოდ პრეტენზია მაგალითად ერთ-ერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას და ა.შ. რაც შეეხება უზუსტობებს, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იყო კოვიდთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები, საჭირო გახდა სპეცუბნების და შესაბამისად, სპეცკომისიების შექმნა, ტრენინგის საშუალება იყო ნაკლები. არაერთ შემთხვევაში უბანზე დაფიქსირდა კოვიდი, დაუფიქსირდა კომისიის წევრს, ამის გამო მყისიერად, ბოლო დღეებში საჭირო გახდა კომისიის ჩანაცვლება და ა.შ.
რაც შეეხება სამგორს, მარნეულს, იყო შემთხვევები, სადაც იყო არა ტექნიკური ხარვეზი, არამედ მანიპულაცია, ორივე შემთხვევაში -მარნეულშიც და სამგორშიც ეს ყველაფერი გასწორდა. რაც შეეხება მანიპულაციას, რა თქმა უნდა, უნდა გაირკვეს, ვისგან მომდინაროებდა ეს, ამ შემთხვევაში მოქმედებს სანქციები. პრინციპულად მიუღებელია ის, რომ ქვეყნის მასშტაბით ადამიანები მუშაობენ კორექტულად, იცავენ ყველას ხმის უფლებას და სადღაც ხდება ასეთი მანიპულაციები.
95 პროცენტზე მეტში არის მარტივი ტექნიკური შეცდომები. რაც შეეხება ბალანსის დასმას, ამასთან დაკავშირებით მე პირადად ჩავატარე ბრიფინგი, სადაც განვაცხადე იმის თაობაზე, თუ რას აპირებდა რადიკალური ოპოზიცია. მათ ჰყავთ საკუთარი რეგისტრატორები, კომისიის წევრები. მათი ერთ-ერთი ამოცანა იყო ის, რომ ხელი არ უნდა მოეწერინებინათ საკუთარი აქტივისტებისთვის. როგორც კი ერთი ხელმოწერა ვარდება სიაში, მაშინვე ბალანსი აღარ ჯდება.
მეორე მარტივი მანიპულაცია არის ის, რომ როდესაც შენი აქტივისტი შედის კაბინაში, ერთ ბიულეტენს იდებს ჯიბეში, ამ შემთხვევაში უკვე ბალანსი არ ჯდება. ამაზე წინასწარ განვაცხადეთ. ძირითადად ტექნიკურ უზუსტობებზე როცაა საუბარი, საქმე ეხება ერთი და ორი ხმის უზუსტობას. სადაც არის ტექნიკური ხარვეზი, ბალანსი დარღვეული ერთ და ორ ხმაში, ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი სცენარი, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორაცია და ეს ინფორმაცია სამი დღით ადრე მივაწოდეთ სზოგადოებას.
როდესაც შენ ხელს არ აწერინებ ამომრჩეველს, ბალანსი აღარ ჯდება, როდესაც შენი აქტივისტი აღარ აგდებს არსებულ ბიულეტენს ყუთში, აქაც ბალანსი ავტომატურად არ ჯდება. ამის გამოვლენაც შეუძლებელია, ეს არის წინასწარ დაგეგმილი რაღაც სცენარი, რომელიც განხორციელდა.
2 700-ზე როცა არის საუბარი, საქმე ეხება ერთი და ორი ხმის უზუსტობას და არაუმეტეს. ერთუელი შემთხვევებია, როგორიც იყო სამგორი და მარნეული, სადაც უზუსტობა არ იყო ტექნიკური და იქაც გასწორდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.