ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, აგრეთვე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე სხვადასხვა სფეროში.

ყურადღება ასევე დაეთმო ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებებით. აგრეთვე განიხილეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, რა დროსაც ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.