საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და იმ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც საქართველოსა და ავსტრიას თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და ამ კონტექსტში, ინტენსიური გაცვლით ვიზიტების მნიშვნელობას.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი.
ირაკლი კობახიძე ავსტრიას მიმდინარე თვეში ეწვევა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.